Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: წმინდა ნინო- ქართლის განმანათლებელი



პროექტის მთავარი იდეა (თემა): IV საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ისტორიული და კულტურული ცხოვრების  შესწავლა ჯგუფებში  კვლევა-ძიებით.



პროექტის აქტუალობა: წინარე  ცოდნის  გაღრმავება თანამედროვე  ტექნოლოგიების  გამოყენებით.



პროექტის მიზნები:  ცოდნის გაღრმავება ძვ. ქართულ  ლიტერატურასა და ისტორიაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებაში



მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.

ვადები: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 

  • მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევევბი. ჩამოუყალიბდებათ მხატვრული კითხვის ჩვევები.
  • გამოუშვებენ კედლის გაზეთს, დაამზადებენ ვაზის ჯვრებს, მოაწყობენ ნახატების გამოფენას, შექმნიან ალბომს წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ. შედაგენენ ლექსიკონს უცხო სიტყვების გასაგებად და სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესუსრები: ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოები, ლექსები მიძღვნილი წმინდა ნინოსადმი. ფოტომასალები, ქაღალდის ფორმატები, ვაზის ლერწმები. ინტერნეტი, კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, აუდიო და ვიდეო კოლაჟი.



პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1 _ დღე 1 _ შეიკრიბა სამიზნე ჯგუფი, შეირჩა თემა, განხილული იქნა სამუშაო გეგმა, განაწილდა მოვალეობები.

აქტივობა 2 _ დღე 2 _ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები.

აქტივობა 3 _ დღე 3 _ ნახატების გამოფენა.

აქტივობა 4 _ დღე 4 _ მხატვრული კითხვა (კითხულობენ წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლექსებს).

აქტივობა 5 _ დღე 5 _ კედლის გაზეთის გამოშვება, ალბომის დამზადება და პრეზენტაციის გაკეთება.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი _ ქართულ ლიტერატურსათან, ისტორიასთან, სახვით ხელოვნებასთან, ისტ-თან.

ქართული:

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
                              
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·        საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
·        ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·        ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
·        ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·        ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·        გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·        პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;

ისტორია:

ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
·      გუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ (როგორც წარსულში, ასევე დღეს);
·      კლასში დისკუსისას მსჯელობს, თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯახურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს;
·      რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს;
·      რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.

სახვითი ხელოვნება:

ს.გ.VII.5.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახის  სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          განიხილავს სამუშაო გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს;
·          გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას;
·          ხატავს და ამზადებს თეატრალური კოსტუმის და დეკორაციის დეტალებს (ქუდი, ნიღაბი, ფარდა, თაიგული);
·          აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;

ისტ-ი

ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;



პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო მამალაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mamaladzenino1@gmail.com