პროექტის სახელწოდება:
წმინდა ნინო- ქართლის განმანათლებელი
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): IV საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ისტორიული და კულტურული
ცხოვრების შესწავლა ჯგუფებში კვლევა-ძიებით.
პროექტის აქტუალობა:
წინარე ცოდნის გაღრმავება თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
პროექტის მიზნები:
ცოდნის გაღრმავება ძვ. ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებაში, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში
მონაწილეთა ასაკი:
14 წელი.
ვადები: 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
- მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევევბი. ჩამოუყალიბდებათ მხატვრული კითხვის ჩვევები.
- გამოუშვებენ კედლის გაზეთს, დაამზადებენ ვაზის ჯვრებს, მოაწყობენ ნახატების გამოფენას, შექმნიან ალბომს წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ. შედაგენენ ლექსიკონს უცხო სიტყვების გასაგებად და სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესუსრები: ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოები, ლექსები
მიძღვნილი წმინდა ნინოსადმი. ფოტომასალები, ქაღალდის ფორმატები, ვაზის ლერწმები. ინტერნეტი,
კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, აუდიო და ვიდეო კოლაჟი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 _ დღე
1 _ შეიკრიბა სამიზნე ჯგუფი, შეირჩა თემა, განხილული იქნა სამუშაო გეგმა, განაწილდა
მოვალეობები.
აქტივობა 2 _ დღე
2 _ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები.
აქტივობა 3 _ დღე
3 _ ნახატების გამოფენა.
აქტივობა 4 _ დღე
4 _ მხატვრული კითხვა (კითხულობენ წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლექსებს).
აქტივობა 5 _ დღე
5 _ კედლის გაზეთის გამოშვება, ალბომის დამზადება და პრეზენტაციის გაკეთება.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი _ ქართულ ლიტერატურსათან, ისტორიასთან,
სახვით ხელოვნებასთან, ისტ-თან.
ქართული:
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური
სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·
საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი
და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
·
ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·
ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა
ნიშნის მიხედვით;
·
ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან,
გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·
ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს
შორის;
·
გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·
პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა
თვისებებსა და ქცევებს შორის;
ისტორია:
ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს
რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა
და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური
მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
·
ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს
რელიგიური ტოლერანტობის შესახებ (როგორც წარსულში, ასევე დღეს);
·
კლასში დისკუსიისას მსჯელობს, თუ რა გავლენას
ახდენდა რელიგია ოჯახურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს იგი დღეს;
·
რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის
ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან
საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს;
·
რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში
მოგზაურობის დროს.
სახვითი ხელოვნება:
ს.გ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განიხილავს სამუშაო
გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს;
·
გეგმავს შესასრულებელი
სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს
მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას;
·
ხატავს და ამზადებს თეატრალური
კოსტიუმის და დეკორაციის დეტალებს
(ქუდი, ნიღაბი, ფარდა, თაიგული);
·
აფორმებს სხვადასხვა საკლასო
თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის
გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;
ისტ-ი
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ინფორმაციის
და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების
შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო
ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან
შედარებით;
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო მამალაძე
ხელმძღვანელის ელ.
ფოსტა: mamaladzenino1@gmail.com